top of page

 მეფეები
XXI საუკუნეში ევროპას ოთხი მეფე განაგებს: ელისაბედ მარიამ სტიუარტ I, ფრანცისკ-კარლოს VII, ლეონიდასი და ეკატერინე ანა მედიჩი. ისინი ისტორიაში დარჩნენ როგორც მსოფლიოს უძლიერესი მეფეები.

ფრანცისკ-კარლოს VII
ფრანცისკ-კარლოს VII დაიბადა 2004 წლის 24 სექტემბერს, საქართველოს ქალაქ, თბილისში. საქართველოს, საფრანგეთისა და ესპანეთის ტახტზე 10 წლისა ავიდა. მეფობის პერიოდში სწავლობდა კიდეც. მალე იგი წარმატებული მეფე გახდა და დაიპყრო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყანა. 
 მას და მის და-ძმას ჩაბარდათ მთელი ევროპა. 2014 წელს მათ დაიპყრეს ჩინეთი. მოგვიანებით 2015 წლის იანვარში იაპონია. მარტში სპარსეთი. მარტშივე დაიპყრეს რუსეთი და ირან-ტიბეტის მთიანეთი. აპრილში ხელთ იგდეს ოსმალეთი და არაბეთი, ხოლო მაისში აფრიკა. 
  
 ფრანცისკს ძალიან უყვარდა მათემატიკა და ხშირად ვარჯიშობდა. იგი ანას ასწავლიდა მათემატიკას. ასევე ელისაბედთან ერთად მეცნიერებას და საბრძოლო ხელოვნებას.
 იგი გამოჩენილი მეცნიერი იყო.
ელისაბედ არია სტიუარტ I
 ელისაბედ არია სტიუარტ I დაიბადა 2003 წლის 29 ივნისს, საქართველოს ქალაქ, ბათუმში. სკოლაში შევიდა 2009 წელს და დაამთავრა 2021 წელს. უნივერსიტეტში შევიდა 2022 წელს და დაამთავრა 2026 წელს. ჩააბარა ფილოლოგიურზე, იურიდიულზე, ფსიქოლოგიურზე, ტურისტულზე, თეატრალურსა, ჟურნალისტიკაზე
და მეცნიერებაზე. ტახტზე 14 წლისა ავიდა. იგი გამორჩეული იყო ჭკუა-გონებით. ასევე შესანიშნავად იბრძოდა. მონაწილეობა მიიღო 2034 წელს ჩინელთა წინააღმდეგ გამართულ გადამწყვეტ ბრძლაში, რომელიც ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ბრძოლის სახელით არის შესული.
 2038 წელს ელისაბედის ძმას, ფრანცისკს ესპანელები აუჯანყდნენ. ელისაბედმა წერილი მიიღ ძმისგან, სადაც იგი დახმარებას სთხოვდა მას. ელისაბედმა მისი უზარმაზარი ჯარი შეკრიბა და ჭკვიანური მოქმედებით ესპანელებს უკან დაახევინა. ამ ბრძოლაშ მან განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა, რადგან მისი დის ეკატერინე ანა მედიჩის დაჭრამ მას დიდი ზიანი მიაყენა.
 რაც შეეხება საშინაო საქმეებს, იგი ბევრს კითხულობს. მან დიდი წვლილი შეიტანა მისი დის ეკატერინე ანა მედიჩის განათლებაში. ასწავლა მას ქართული, ისტორია და მრავალი უცხოური ენა. ასევე ბრძოლა ფრანცისკთან ერთად.
 მას შემდგომში ეწოდა  ელისაბედ ბრძენი.
დავით-ლეონიდასი
 დავით-ლეონიდასი დაიბადა 2006 წლის 8 თებერვალს, საქართველოს ქალაქ, თბილისში. სკოლაში შევიდა 2011 წელს და დაამთავრა 2023წელს. უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო 2024 წელს ხოლო დაამთავრა 2028 წელს. ტახტზე ავიდა 19 წლისა.  იგი განთქმული მონადირე იყო. მისი ძირითადი იარაღია ხმალი. მას სამეფოს მართვას თავისი და და ძმა ასწავლიდა. შემდეგ მათ, თორნიკე მწიგნობართუხუცესს მიაბარეს აღსაზრდელად. იგი დავითს ფეხბურთს და სხვა სპორტის სახეობებს ასწავლიდა, ასევე კულტურას. 
 იგი მალე მებრძოლთა საშუალო ჯგუფში გადავიდა.შემდეგ ბევრი ვარჯიშის წყალობით დიდების ჯგუფში გადავიდა. ახლა კიდევ იქნება შეჯიბრი და გავიგებთ გახდება თუ არა პროფესიონალი. 
 იგი არის განთქმული რაგბისტი და მოჭიდავე. მან ჩინელებისა და ესპანელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში დიდი სიმამაცე გამოიჩინა. ნადირობის სიყვარულის გამო მას დავით მონადირე უწოდეს.
ეკატერინე ანა მედიჩი
 ეკატერინე ანა მედიჩი დაიბადა 2009 წლის 9 ნოემბერს. სკოლაში შევიდა 2015 წელს და დაამთავრა 2027 წელს. უნივერსიტეტში შევიდა 2028 წელს და დაამთავრა 2032 წელს. მან ჩააბარა პედაგოგიურზე. იგი თავიდან გახლდათ მორტონის გრაფი. შემდეგ როდესაც იყო 23 წლისა, ფრანცისკ-კარლოს VII იგი თანამოსაყდრედ აიყვანა საფრანგეთის ტახტზე. ამ პერიოდში ფრანცისკი აწარმოებდა დიდ დაპყრობებს, ამიტომაც მან გადაწყვიტა ანა დამოუკიდებელ მმართველად, საფრანგეთის პრინცესად გამოეცხადებინა. ელისაბედიც დიდ საქმეებში იყო გართული და იშვიათად თუ შეძლებდა ანასთვის რჩევა მიეცა. მალე ელისაბედმა და ფრანცისკმა იგი განანათლეს და ბღზოლაში გაწრთვნეს. 
 ეკატერინემ მონაწილეობა მიიღო ჩინელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში და ძალიან კარგადაც იბრძოდა.
  სამწუხაროდ იგი დაიჭრა ესპანელებთან ბრძოლისას მაგრამ მალევე გამოჯანმრთელდა. მას თავნებობის გამო ანა ვოლუნატრიოსო* უწოდეს.

*ვოლიუნტარიოსო - (ესპ.სიტყვა) თავნება.

Я В СОЦСЕТЯХ

  • Иконка Facebook
  • Иконка Twitter
  • Иконка youtube

© 2023 Саманта Джонс. Сайт создан на Wix.com

bottom of page