

Magic Castle

სამეფოს ისტორია
თავიდან საქართველოს მართავდა სასტიკი და ბოროტი მეფე ტურნაუსი. მას ჰყავდა რამდენიმე ძმიშვილი: ელისაბედ არია სტიუარტი, ფრანცისკ-კარლოსი, დავით-ლეონიდასი და ეკატერინე ანა მედიჩი. მათი დედ-მამა საზღვარგარეთ გაამგზავრა და სახელმწიფოდან გარიყა. ბავშვებმა გადაწყვიტეს ტურნაუსზე სწრაფად ემოქმედათ და მას თავს დაესხნენ. ღამით მის ოთახში შეიპარნენ და ხანჯალი ჩასცეს გულში. ხალხმა შვებით ამოისუნთქა. მმართველად ელისაბედი აირჩიეს, რადგან ყველაზე უფროსი იყო. მითუმეტეს რომ ელისაბედი ყველა საკითხში ითვალისწინებდა თავისი და-ძმების აზრს. მალე საქართველოს საბერძნეთმა შემოუტია. ელისაბედმა ჯარი შეკრიბა და საბრძოლველად გაგზავნა. არია მაშინ 15 წლის იყო და ბრძოლაში წასვლას თავი აარიდა. ბერძნებმა საქართველო ელისაბედის ეშმაკობის წყალობით, სუსტ ქვეყანად მიიჩნიეს და თავს დაესხნენ. მათ ვერ გაითვალისწინეს ქართველების ძლიერება და დამარცხდნენ. საბერძნეთი ლეონიდასს დარჩა რადგანაც ბრძოლაში დიდი სიმამაცე გამოიჩინა. ელისაბედმა კი რადგან ბერძნებთან ყველაზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა დახმარება შესთავაზა.
.
2020 წელს ქართველებმა და ბერძნებმა ერთად გაილაშქრეს საფრანგეთის წინააღმდეგ. ქართველები მარცდებოდნენ ამიტომაც ასეთ ხერხს მიმართეს: მტერს მოატყუეს ვითომ დანებდნენ და უცებ დამატებითი ჯარი გამოუშვეს და ფრანგებს თავს დაესხნენ. დაპყრობილი საფრანგეთი ეკუთვნოდათ ელისაბედს და ფრანცისკს. შემდგომში კი ანა გახდა მისი პრინცესა, ასე ვთქვათ ანა საფრანგეთს ეკუთვნის. ფრანგები კმაყოფილნი დარჩნენ ახალი მმართველით. ელისაბედი და ფრანცისკი მათ ნებას რთავდა ისე გაეგრძელებინათ ცხოვრება როგორც ადრე იყო.
2020 წელსვე გაილაშქრეს იტალიისკენ. იტალიელები კარგად იბრძოდნენ ამიტომაც გაუჭირდათ მოგება, მაგრამ საბოლოოდ ჭკუით მოუგეს. ისე მოაწყვეს რომ იტალიელებს ჰქონებოდათ რომ მათი ბანაკი ერთ-ერთ გამოქვაბულში იყო. როცა იტალიელები „ბანაკს“ თავს დაესხნენ, ქართველებმა მათ უკნიდან შეუტიეს, კუთხეში მიიმწყვდიეს და დაემუქრნენ რომ თუ არ დანებდებოდნენ მათ ამ გამოქვაბულში დატოვებდა სამუდამოდ. იტალიელებს შეეშინდათ და დანებდნენ. იტალია წილად ფრანცისკს ერგო.